თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, დაშავებულია ოთხი მგზავრი.
დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი. დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.