კახეთში ერთ დღეში სამი ბინა გაქურდეს – დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებულმა სამი საცხოვრებელი ბინიდან ოქროს სამკაულები და თანხა მოიპარა.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კახეთში სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

ქურდობის ფაქტი თელავის რაიონის სოფელ შალაურში გუშინ მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 3 სექტემბერს სამი საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და თანხა მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.