გორთან ახლოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

გორთან გზაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც შემდეგ ახლომდებარე ტყეს მოედო.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რუსთავში წიწილების ინკუბატორი დაიწვა

სოფელ სვენეთთან ცეცხლი გზაზე მოძრავ ავტომანქანას გაუჩნდა, მოგვიანებით კი ხანძარი ახლომდებარე ტყეს მოედო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ჯერ ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.