მარტვილის მერია 100 000 ლარით დაჯარიმდა

უწყება სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის გამო დაჯარიმდა.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მერია 100 000 ლარით დააჯარიმა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უწყების დაჯარიმება მის მიერ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობამ განაპირობა. კერძოდ, მარტვილის მერიამ არ შეასრულა სასამართლოს განაჩენი და დროულად არ აღადგინა გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში.

სკანდალი მარტვილის მერიაში: თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს

2014 წელს მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ 21 სოფლის რწმუნებული გაათავისუფლა.

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განაცდურის კომპენსაციის სახით გადახდასა და სამსახურში აღდგენაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას განაცდურზე 350 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 21-ვე რწმუნებულის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაეკისრა.

ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის გამგეობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს >>

მარტვილის მერმა ოთხი თვის დაგვიანებით აღასრულა გადაწყვეტილება, თუმცა 1 კვირაში იგივე 21-ვე თანამშრომელი ისევ დაითხოვა. გათავისუფლებულებმა სასამართლოში ხელახალი სარჩელი შეიტანეს.

დღევანდელი პროცესიც მათ სასარგებლოდ დასრულდა და რწმუნებულების სამსახურში აღდგენის ოთხი თვის დაგვიანებისთვის მარტვილის მერია 100 000 ლარით დაჯარიმდა.