ანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურებისთვის ძებნილი თბილისის აეროპორტში დააკავეს

დაკავებული უცხოეთის მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ცდილობდა
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1995 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ  27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ. ტ.-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნარკოტიკების გასაღება Echowaves-ზე - ირანის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდა

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი 24 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დასრულდა.