როგორია უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაშავებულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნა.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, პირველი არხის ეთერში განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ.

„პაციენტი უშგულიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მამაკაცს კლინიკაში ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა და კონსულტაციები. ამ ეტაპზე, მას ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება, სტაციონარის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის მოთავსდება“, – აცხადებს ექიმი.

უშგულში კოშკიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა

დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული.

მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნა.

როგორც დაშავებულის ახლობლები ამბობენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ კოშკიდან ერთ-ერთი ქვის ჩამოშლა გახდა, რის შედეგადაც ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.

19 წლის ახალგაზრდა უშგულში კოშკიდან დღეს გადმოვარდა. დაშავებული ახალგაზრდა თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.