თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან მომხდარი ავარიის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თვითმხილველების ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.