ყაჩაღობა ქუთაისში: დაკავებულია 49 წლის მამაკაცი

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული ფულის ნაწილი
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 49 წლის მამაკაცი ქუთაისში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე - დაკავებულია ერთი პირი

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა გუშინ ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტიდან დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა და გატაცებული ფულის ნაწილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა") მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.