რა წაიღეს ქურდებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისიდან

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოფისიდან წაღებული 5 კომპიუტერი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ.

პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ოფისიდან წაღებული 5 კომპიუტერი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა

ქარდავას თქმით, ეს არის პოლიტიკური ნიშნით და არა მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით ჩადენილი ქურდობა, რადგან ოფისიდან არ არის წაღებული გაცილებით ძვირადღირებული ტექნიკა.

„ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო იმ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით“, — განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაში“. ქარდავა მომხდარს პოლიტიკურ აქციას უწოდებს.

ოფისის მიმდებარე ქუჩაზე გარე კამერების ჩანაწერები ამოღებულია. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.