ახმეტაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა

ახმეტის რაიონის სამ სოფელში სეტყვამ ვენახები და ხეხილი თითქმის მთლიანად გაანადგურა
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ხეხილიც დაზიანდა.

„ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ქისტაურს მიადგა, ახლა მივდივარ, რომ სტიქიის ადგილზე ვნახო, რა სიტუაციაა“, – განაცხადა მერმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა სოფლებს.

ახმეტის გარდა, თელავშიც პრობლემები შეიქმნა. სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.