ვინ გადაიხადა დედის „ამაგი", ანუ დედამ შვილი ათას ლარად გაყიდა

თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დედა პირადად აწარმოებდა
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემზარავი შემთხვევა სამტრედიაში: გარდაცვლილი ახალშობილი ეზოს ტუალეტის ორმოში იპოვეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 29 წლის ბრალდებული მშობიარობის შემდეგ შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი 58 წლის დედასთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა.

დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1 ათასი ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. ბრალდებულები მყიდველის მიერ თანხის გადახდის დროს დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-პრიმა-2 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ("წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვა"), რაც ითვალისწინებს 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.