თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თელავში საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან 29 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში.

ოზურგეთში გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცხრასართულიანი კორპუსის  მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.