თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან ფესტივალს Jazz and Wine Kakheti, რომელიც ლოპოტას ტბაზე ერთ-ერთ სასტუმროში 21-23 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიება საქართველოში მეორედ იმართება.
ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან გერმანული ჯგუფი Bahama Soul CLUB, რომელიც ასრულებს მუსიკას ჯაზის, სოულის, ფანკის, ბლიუზის სტილში, აფრო-კარიბის რიტმებში, ასევე იტალიური ანსამბლი Aglio Olio & Swing, რომელიც უკრავს სვინგს, ჯაივს, ჯიპსისა და პოპს.
ფესტივალის სტუმარი იქნება ასევე გრემის პრემიის ნომინანტი, პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი დუეინ დოპსი, რომელიც თავის შემოქმედებაში ზაიდეკოს მუსიკალურ სტილს იყენებს. ფესტივალზე იმღერებს შემსრულებელი ლოს-ანჯელესიდან ჯუდიტ ჰილი.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე დაგეგმილია დიჯეი-სეტები აუზთან, იტალიელი შეფ-მზარეულების შოუ, ღვინის დეგუსტაცია, ფურშეტები და მრავალი სხვა.
ფესტივალის სტუმრებს ექნებათ უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და ყურძნის დაწურვაში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge