სულით უბერებელი ვეტერანები: გაფრინდაშვილი კვლავ უძლიერესია ევროპაში

კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალიც საქართველოს წარმომადგენელმა - თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ნორვეგიის ქალაქ დრამენში ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, იუწყება პირველი არხი.

ღვინით სავსე ჭიქები საჭადრაკო ფიგურების ნაცვლად - როგორ თამაშობდა გაფრინდაშვილი

ცხრა შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა. იგივე რაოდენობა ჰქონდა რუს ელენა ფატალიბეკოვას, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქართველმა მოჭადრაკემ გაუსწრო მეტოქეს.

კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალიც საქართველოს წარმომადგენელმა — თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა, რომლის აქტივში 5 ქულაა.

ნონა გაფრინდაშვილი — ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962 – 1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანია, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978). 1982 წელს იგი გახდა „ჭადრაკის ოსკარის" პრიზის პირველი მფლობელი.