ფოთში ზღვამ 25 წლის ტურისტის ცხედარი გამორიყა

შავ ზღვაზე კვლავ მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ფოთში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მამაკაცი რუსი ტურისტია. ის და თავის მეგობარი გოგონა მალთაყვის სანაპიროზე ხუთშაბათს ზღვაში საცურაოდ შევიდნენ. ქალის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

დამხრჩვალი რუსეთის მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები გუშინ შტორმის გამო შეჩერდა.

ფოთში რუსი ტურისტი დაიხრჩო

გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე კვლავ მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.

წელს საქართველოს შავ ზღვაზე და წყალსატევებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სანაპიროზე მაშველები პატრულირებენ.

მიმდინარე სეზონზე 1 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო და 192-ის გადარჩენა მოხერხდა.