ცხოვრება მარიხუანის ლეგალიზაციის პირობებში – ხელისუფლება გეგმებს სახავს

საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ პროგრამის შემუშავებას გეგმავს
Sputnik

თბილისი,  9 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შსს–ს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებისგან საზოგადოების დაცვის გაკონტროლება დაავალა, რომლის საფუძველზეც საქართველოში მარიხუანის გამოყენებაზე სასჯელი გაუქმდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ  30 ივლისს პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. ასე რომ, საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. 

ილია მეორე: ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ერის მტრობაა

„მარიხუანის გამოყენებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რომელზეც აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება. მიმაჩნია, რომ ნარკოტიკებიდან ზიანის შემცირება – ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი და სასიცოცხლო ამოცანაა“, – განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეების, განსაკუთრებით მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი. 

„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ - ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

ხოლო,  იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში შემავალმა  სამინისტროებმა, პარლამენტის აქტიური  ჩართულობით,  უნდა შეიმუშავონ და დაამტკიცონ ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის პროგრამები, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაცია–მკურნალობა.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის თანახმად,    საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის 74% გამოდის, მომხრე კი 18%–ია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც თავის საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოტიკების გამოყენების ლეგალიზაცია ერის მტრობაა.