კორცხელში თხილის საშრობი ქარხანა აშენდა

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 18,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში USID-ის მხარდაჭერით თხილის საშრობი ქარხანა აშენდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„შეერთებული შტატების მთავრობა USID-ის მეშვეობით 2010 წლიდან ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, თხილის სექტორში. და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან. ეს ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს სამეგრელოში მცხოვრებ 600 მეტ ფერმერს“, — განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, რომელიც საწარმოს გახსნას დაესწრო.

ხანძარი ზუგდიდში: დამწვარია სამი ტონა თხილი

საწარმოში შესაძლებელია 500 ტონა თხილის შენახვა და ერთდროულად ერთი ტონა თხილის გამოშრობა. 

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუამ ფერმერებს ურჩია, საწარმოს მომსახურებით ისარგებლონ.

„იმისათვის რომ ფერმერებმა საბოლოოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ, აუცილებელია, რომ თხილი სპეციალური თანამედროვე სტანდარტების საშრობ ცენტრში გააშრონ, ჩვენ ასევე ვურჩევთ მათ დასაწყობებას“, — აღნიშნა გიორგი თოდუამ.

ექსპორტს საქართველოდან რეკორდული მაჩვენებელი აქვს >>

თხილი  საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 18,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი. 

თხილის კულტურის განვითარების ერთ-ერთ კერად შავი ზღვის სანაპირო ითვლება.