ბავშვების და მშობლების საყურადღებოდ: თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება

მთაწმინდის პარკი პატარებს სახალისო ფესტივალზე ეპატიჟება
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის საბავშვო ფესტივალი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული, მთაწმინდის პარკში პირველად 29 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.

უჩვეულო ფესტივალი მთაწმინდის პარკში >>

ფესტივალზე ბავშვები სახალისო და შემოქმედებით ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარკის ტერიტორია დაიყოფა ხუთ ზონად, რომლებიც სხვადასხვა თემას მიეძღვნება: სპორტს, განათლებას, ჯანმრთელობას, გართობას და საბავშვო სტარტაპებს.

ბახმარო ფესტივალ Sunset Fest-ს უმასპინძლებს

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში საბავშვო სემინარები და კონკურსები ჩატარდება.

„გელოდებით ყველას! ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელი, სპორტული, გარემოზე მზრუნველი ბავშვების მომავალზე!“, — მოუწოდებენ ორგანიზატორები.

თბილისის საბავშვო ფესტივალზე, რომელიც „თიბისი“ ბანკის მიერ დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით არის ორგანიზებული, დასწრება თავისუფალი იქნება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.