რამდენით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი შვიდ თვეში

ქართული ღვინის ექსპორტისგან ქვეყანამ წლის პირველ ნახევარში 28 %-ით მეტი შემოსავალი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში კვლავ რუსეთი (28 564 609) ლიდერობს, შემდეგ ადგილებს ინაწილებენ უკრაინა (5 040 319),  ჩინეთი  (3 514 066), ყაზახეთი  (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი თერთმეტჯერ გაიზარდა
 

ექსპორტი ასევე გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია — 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი — 67% (50 062), პოლონეთი — 32% (1 886 618),  აშშ — 4% (244 374).

ზრდა ფიქსირდება ევროპის მიმართულებითაც: რუმინეთი — 390% (84 654), ჩეხეთი — 68% (30 456), გერმანია — 32% (308 734), ლიეტუვა — 21% (265 062), ნიდერლანდები — 17% (38 799), ლატვია — 16% (966 726), ესტონეთი — 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი — 41% (1 996 860), უკრაინა — 38% (5 040 319), რუსეთი — 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.     

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ღვინო მუდმივი კონტროლის ქვეშ - საქართველოს პასუხი „როსპოტრებნადზორს“

ღვინის გარდა იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია — ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.