ბახმარო ფესტივალ Sunset Fest-ს უმასპინძლებს

ფესტივალი იწვევს ელექტრონული მუსიკის, სუფთა ჰაერის და ლამაზი პეიზაჟების მოყვარულებს
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Sunset Fest / Bakhmaro 2018 პირველად ბახმაროში 19 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

საქართველოში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება >>

ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას „ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი ბახმაროში და დაემშვიდობონ ზაფხულის მზეს“.

ფესტივალი გაიმართება „მზის ჩასავალ გორაზე“ და ორ ნაწილად ჩატარდება: საღამოს დასაწყისში სტუმრები ისიამოვნებენ ცოცხალი მუსიკით ისეთი ბენდების შესრულებით, როგორებიცაა Killages, Mebo Renard, „არა“, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, „ლურჯი იალქანი“.

მეორე ნაწილში წარდგებიან დიჯეები, რომლებიც ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას ააჟღერებენ.

სასიამოვნო ბონუსები — კოცონები, კარვები, ბარი, კვების ობიექტები, უფასო WI-FI. დასწრება თავისუფალია.