ბაკურიანში ველორბოლა გაიმართება

ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბაკურიანში 12 აგვისტოს, 14:00 საათზე,  ველორბოლა გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

რბოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება.

„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში ერთ თვეს გაგრძელდება

სამთო ველოსპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე მოეწყობა, სადაც 30 პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. 

„ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწევთ. შეჯიბრის მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება, მათ სპეციალური პრიზები გადაეცემათ“, —ნათქვამია განცხადებაში. 

ველორბოლის დასრულების შემდეგ ველოტრეისერების შოუ მოეწყობა. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება, მთელი დღის განმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლების განწყობაზე დეჯეები იზრუნებენ.

ემოციები – ეს საქართველოა: ახალი მარკეტინგული კამპანია ტურისტებისთვის >>

ღონისძიების მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა.

ბაკურიანში ველოპარკი 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. ველობილიკი არ კვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.