ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ძმებიდან ერთ-ერთის ცხედარი მტკვარში იპოვეს

სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონში, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

არსებული ინფორმაციით, ე.წ „ზეემკას“ დასახლებაში 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მდინარეში მეორე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა.

„ე.წ. „ზეემკას“ დასახლებიდან ძმების დაკარგვის შესახებ შეტყობინება  გუშინ შემოვიდა, სამძებრო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ორი დღეა მიმდინარეობს“, — განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ახალგაზრდების ძებნა დღეს დილიდან განახლდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.