თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი გოგონა დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედცენტრში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.