თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იტყობინება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. უწყების ცნობით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
„ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო (მათ შორის 7 არასრულწლოვანია), 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები.