თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თუშეთში, ომალოდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ილიურთაში მანქანა ხევში გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საგანგებო სიტუაციების კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ საგურამოში ხანძარი გაჩნდა
 

შეტყობინების საფუძველზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

„შემთხვევის ადგილზე  ტელეფონი ცუდად იჭერს. ვცდილობთ დავუკავშირდეთ ზარის ინიციატორს, მაგრამ კავშირზე ვეღარ გავდივართ. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ არ არის მსხვერპლი“, — განაცხადა გიორგი ჩარკვიანმა. 

მისივე თქმით, ომალოში იმყოფება პოლიციის ჯგუფი და ისინი შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.

თუშეთში მოზარდი კლდიდან გადავარდა >>

„მათი მეშვეობით შევიტყობთ დაშავებულების მდგომარეობას და რაოდენობას. ამ ინფორმაციის შემდეგ განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა. გახდება თუ არა ჩვენი ჩარევა საჭირო“, – აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.