თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ექვსი ადამიანი დაშავდა თელავში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ექვსივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში გომბორისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ერთმანეთს Nissan-ის და Opel-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.