მაშველებმა ბათუმში ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

ამჟამად ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბათუმი, შავ ზღვაზე მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქეები, მამა-შვილი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში მაშველებმა ოთხი ფრანგი დახრჩობას გადაარჩინეს

35 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა ზღვაში სკუტერით სეირნობდნენ, შემდეგ სკუტერი ამობრუნდა და მამა-შვილი წყალში ჩავარდნენ. მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო (მათ შორის 7 არასრულწლოვანია), 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები.