თბილისში დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელი ათობით პუნქტი დაიხურა

ვალუტის გადაცვლისას მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ ყურადღება და დარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობონ, იუწყება ეროვნული ბანკი
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 36 პუნქტში დარღვევები აღმოაჩინა და მათი რეგისტრაცია გააუქმა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

დარღვევები, რომლებზეც არის საუბარი, უკავშირდება ვიდედაკვირვების სისტემის მუშაობას, მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდებას, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობას, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენებას.

სავალუტო ჯიხურებისთვის ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციები შემოაქვს

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ვალუტის გადაცვლისას მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ ყურადღება, გადაამოწმონ გაცვლითი კურსი და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მევახშეობის „გედის სიმღერა“… >>

რეგულატორი ურჩევს მოქალაქეებს, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს — 2 406 406 ან წერილობით მიმართონ ელექტრონულ მისამართზე — cp@nbg.gov.ge