ავარია ბათუმში - მოსახლეობა მომხდარს მოუწესრიგებელ საგზაო ნიშნებს უკავშირებს

საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დღეს მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილი Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსს დაეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რადგან მოუწესრიგებელია საგზაო ნიშნები და აკრძალვები. 

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.