თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ისრაელის ხელისუფლება თავის ქვეყანაში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს, იუწყებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ისრაელის ხელისუფლების გეგმებზე თბილისში ვიზიტის და ბიბლიოთეკაში სტუმრობის დროს ისაუბრა ქნესეთის აპარატის ხელმძღვანელმა იარდენა მილერ-გოროვიცმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონმა იარდენამ სრული მხარდაჭერა აღგვითქვა ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის გახსნის მიმართულებით“, — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ქალბატონმა მელერ–ჰოროვიცმა დაათვალიერა ბიბლიოთეკა, გაეცნო იშვიათ ექსპონატებს, მიმდინარე გამოფენებს, ბიბლიოთეკის შენობის ისტორიას.
იაკობ გოგებაშვილის „იავნანა“ გერმანულ ენაზე გამოიცა >>
ისრაელის პარლამენტის აპარატის უფროსი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფში გაერთიანდა. იარდენა მილერ-გოროვიცმა აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ თბილისში 2017 წელს ისრაელის ბიბლიოთეკა გაიხსნა.