თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმში მაშველებმა ზღვაში 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაშველები, რომლებმაც ბიჭი გადაარჩინეს, კობა ფერაძე და ლაშა როშინი არიან.
მათ შემოვლის დროს, ბიჭი ზღვის ნაპირიდან ორ კილომეტრამდე მოშორებით შენიშნეს. ქარმა მას სერფინგის დაფა წაართვა და უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა.
ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.