საქართველომ „ოსკარის" პრემიისთვის ფილმის შერჩევა დაიწყო

სპეციალური კომისია საუკეთესო ფილმს ფარული კენჭისყრით შეარჩევს
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველო იწყებს პრეტენდენტი ფილმის შერჩევას ამერიკული კინოაკადემია "ოსკარის" პრემიისთვის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". განაცხადების მიღება, ტრადიციისამებრ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა.

როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, განაცხადების მიღება 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფილმებს, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა აჩვენებდნენ საქართველოს კინოთეატრში;
  • უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი);
  • მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის 30 სექტემბრამდე);
  • კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
  • შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

სპეციალური კომისია ერთ-ერთ ფილმს ფარული კენჭისყრით შეარჩევს. ფილმების საკვალიფიკაციო ჩვენება კომისიის წევრებისთვის აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

„მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა">>

კინოაკადემია „ოსკარის" ადმინისტრაციამ რიგით 91-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია — 2019 წლის 24 თებერვალი.