თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. რიგით მეთორმეტე საერთაშორისო Black Sea Jazz Festival-ი ლეგენდარული როკ-ჯგუფი Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა, რომელიც შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black See Arena-ზე გაიმართა, იუწყებიან ორგანიზატორები.
რამდენი ჭიქა ჭაჭა დალია Led Zeppelin-ის სოლისტმა ბათუმში>>>
რობერტ პლანტმა, რომელიც საქართველოში საკუთარ ბენდ Sensational Space Shifters-თან ერთად ჩამოვიდა, შეასრულა როგორც პუბლიკისთვის საყვარელი სიმღერები, ისე კომპოზიციები ახალი ალბომიდან Carry Fire. პროგრამა თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
რობერტ პლანტი ბათუმში 18 ივლისს ჩავიდა. ორი დღის განმავლობაში მუსიკოსი გაეცნო ქართულ სამზარეულოსა და ზღვისპირა რეგიონის სილამაზეს.
Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.
Black Sea Jazz Festival-ი 22 ივლისამდე გასტანს და, ტრადიციულად, ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე გადაინაცვლებს. სცენაზე 20 ივლისს DJ LO Loretta Brown aka Erykah Badu და Trombone Shorty & Orleans Avenue გამოვლენ.
ფესტივალის ბოლო დღეს, 22 ივლისს ისევ საჩოგბურთო კლუბში წარდგებიან R+R Now – Robert Glasper, Terrace Martin, Christian Scott, Derrick Hodge, Taylor McFerrin, Justin Tyson House Band.