უყურადღებობა თუ უბედური შემთხვევა – კასპის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

გარდაცვლილის ახლობლები ექიმების უყურადღებობაზე საუბრობენ და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. კასპის საავადმყოფოში 31 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რუსთავში 28 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, მშობიარეს გარდაცვალებამდე გართულება არ ჰქონია. ისინი ექიმების უყურადღებობაზე საუბრობენ და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

საავადმყოფოს ექიმები კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. მათ ჩაატარეს შესაბამისი პროცედურები, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ამ ფაქტს უკვე იძიებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. 

ახალშობილი გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.