Gallup-მა საქართველოში მართლწესრიგის დონე შეაფასა

საქართველომ რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ამერიკული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის Gallup-ის რეიტინგში„გლობალური კანონი და წესრიგი 2018" საქართველომ მე-17 ადგილი დაიკავა.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ქვეყნის 142 ქვეყანაში ჩაატარეს გამოკითხვა. რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს, ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის დანაშაულთან შეხება და პირადად როგორი გამოცდილება აქვთ სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის.

სანქციები დანაშაულის დაფარვისთვის შეიძლება გამკაცრდეს

კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა მეზობელი ქვეყანა უკან ჩამოიტოვა. მან 87 ქულა მიიღო, ისევე, როგორც პორტუგალიამ და თურქმენეთმა.

რეიტინგის სათავეში სინგაპურია 97 ქულით. ხუთეულში ასევე შევიდნენ ნორვეგია (93), ისლანდია (93), ფინეთი (93) და უზბეკეთი (91).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 25-ე ადგილზეა, სომხეთი – 69-ზე, თურქეთი – 73-ზე, რუსეთი 88-ე ადგილზე გავიდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა ლიბერიაში, გაბონში, სამხრეთ სუდანსა და ვენესუელაში.