თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ურეკში 13 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა 1 ივლისს დილით მოხდა.
მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაშქრულის" მოცეკვავე იყო.
თვითმხილელების თქმით, ბავშვი აღელვებულ ზღვაში ორ მეგობართან ერთად ჩავიდა — 10 და 16 წლის მოზარდები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა თორნიკეს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
13 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.
ცხედარი ამჟამად ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-115 —ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.