თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომლებშიც ყველაზე ბედნიერი მოგზაურები არიან. ამაზე კომპანია RewardExpert-ის კვლევა მეტყველებს.
კომპანიის ანალიტიკოსებმა ნახეს 70 ქვეყანაში სასტუმროების ჩანაწერები, რომლებიც ჩვეულებრივმა მოგზაურებმა გააკეთეს. გათვალისწინებულია 13410 სასტუმროს 3,5 მილიონი გამოხმაურება.
მიღებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ტურისტები ხშირად არიან კმაყოფილი მოგზაურობით. საქართველოს მოქალაქეების ჩანაწერების თითქმის ნახევარში (49,38%) იყო მინაწერი – „ხუთი ვარსკვლავი".
საქართველოს რეიტინგში მეორე ადგილზეც შეეძლო გასვლა, მაგრამ საერთო სტატისტიკა ნეგატიურმა გამოხმაურებებმა გააუარესა. ერთ-ორ-ვარსკვლავიანი შეფასება სპეციალისტებმა 7,22% დაითვალეს, რის გამოც ქვეყანა რამდენიმე პოზიციით ქვევით ჩამოვიდა.
ყველაზე ბედნიერი მოგზაურების რაოდენობით პირველი აღმოჩნდა რუსეთი (46,16% დადებითი და 4,99% უარყოფითი გამოხმაურება), მეორე და მესამე ადგილებზე არიან სერბეთი და ლიბანი. ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრალია, ბელარუსი, ისრაელი, აშშ, იორდანია და კოლუმბია.
კომპანიამ შეადგინა ყველაზე მავნებელი და განაწყენებული მოგზაურების სიაც. ყველაზე უბედური ტურისტები ესპანელები აღმოჩნდნენ. ირლანდიელები და ისლანდიელები ასევე ხშირად არიან უკმაყოფილო მოგზაურობით. ასეთი ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ იტალია, ბულგარეთი, ზიმბაბვე, დანია, თურქეთი, ირანი და ლიტვა.