„ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო დაჭრეს

ირაკლი ნოზაძეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ირაკლი ნოზაძე ცივი იარაღით არის დაჭრილი.

ტელეარხის მონაცემებით, ნოზაძე იმყოფებოდა თავის სახლში წერეთლის გამზირზე, როდესაც მას ორმა გოგონამ ქუჩიდან დაუძახა და ჩამოსვლა სთხოვა. ის ჩავიდა, გამოვიდა კორპუსიდან და ამ გოგონების ავტომობილში ჩაჯდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში: მოზარდი შუშის ნატეხებით დაჭრეს

ცოტა ხნის შემდეგ ნოზაძე გადმოვიდა ავტომობილიდან. ის დაჭრილი იყო და სისხლიდან იცლებოდა. მას ჭრილობები ყელისა და მკერდის არეში აღენიშნებოდა. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტს რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო. 

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-108 მუხლით აღიძრა (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინეს.

თავდასხმის მოტივი და ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. 

რუსთავში შვიდი წლის გოგონა დაჭრეს >>

ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. ბოლო დროს ჯგუფი სცენაზე იშვიათად ჩნდება.