ვის და რამდენს უხდის ბიძინა ივანიშვილი ფონდ „ქართუდან“

რა გავლენას ახდენს ხელოვანების მხარდაჭერა არჩევნების შედეგებზე
Sputnik

ფონდი „ქართუს“ მიერ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ გახადა ნათელი, რამდენ ადამიანს და კარგ საქმეს აფინანსებს ბოლო 23 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი. ფულიანი ქართველი ბევრი ვიცით, მაგრამ ისეთი, ვის საქმიანობასაც ასეთი დიდი საქველმოქმედო და კულტურული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, დავით სარაჯიშვილისა და მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მეცენატების შემდეგ არც ვიცით და არც გვსმენია.

როგორც ირკვევა, რეჟისორი გიორგი შენგელაია ფონდიდან ყოველთვიურად 3000 ლარს იღებს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც გაცილებით მაღალი სტიპენდია — 5000 ლარი აქვთ დანიშნული. მართალია, საჯარო გამოსვლის შემდეგ, რომელშიც რეჟისორმა ბიძინა ივანიშვილს გაუნათლებელი უწოდა, გაავრცელა ინფორმაცია, დახმარებას მიხსნიანო, მაგრამ ესეც არასწორი აღმოჩნდა. ფონდი „ქართუს“ მმართველი ნიკოლოზ ჩხეტიანი დაზუსტებით აცხადებს, რომ არც ერთ ხელოვანს და საზოგადო მოღვაწეს დახმარება არ მოხსნია, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრებები აქვთ მათ.

„საუკეთესო“ ხუთეული, TOP–10-ის გეოგრაფია და სავალალო არითმეტიკა

თუმცა ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიტიური მოსაზრებებით დახმარებაზე უარი უთქვამთ: მწერალ გურამ დოჩანაშვილს, მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს, სპორტსმენ ნანა ალექსანდრიას და სხვებს.

სხვადასხვა დროს ინტერნეტში ვრცელდებოდა ფონდის ბენეფიციარების სია, სადაც 5000-მდე სპორტსმენი, მსახიობი, ექიმი და საზოგადოების წინაშე დამსახურებული პირია მოხსენიებული და ის თანხებიც, რომელსაც ფონდი ყოვეთვიურად გასცემდა მათზე, დაწყებული 180 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, თუმცა თავად ფონდში ამ სიების რეალობას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სია კონფიდენციალურია.

რა გავლენა მოახდინა ბიძინა ივანიშვილის გრძელვადიანმა ქველმოქმედებამ და განაპირობა თუ არა ამან არჩევნების მოგება 2012 წელს? ბუნებრივია, ყველა ხელოვანი, რომელსაც ამხელა სტიპენდია ჰქონდა დანიშნული, თავს ვალდებულად თვლიდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაეწია აგიტაცია-პროპაგანდა. მით უმეტეს, საუბარი იყო ადამიანებზე, რომელთა უმეტესობას სააკაშვილმა „საბჭოთა ინტელიგენცია“ და „ჩარეცხილები“ უწოდა და მათ სახელმწიფო ბევრს ვერაფერს სთავაზობდა ალტერნატიულს.

ბათუმში ახალ ზოოპარკს ააშენებენ

რამდენად იმუშავებს ეს ფაქტორი 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? ბუნებრივია, თუკი ბიძინა ივანიშვილმა მართლა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, საზოგადო მოღვაწეები მას გვერდით დაუდგებიან. გიორგი შენგელაია ხელისუფლების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთნაირად გააკრიტიკეს, რადგან ადამიანს, რომელიც 20 წლის განმავლობაში გეხმარება, სულ ცოტა, ცუდი ეპითეტები არ უნდა აკადრო. მეორე საქმეა, რამდენად წაადგება სახელმწიფოს მეცენატობის ხათრით მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ისიც ფაქტია, რომ უამრავი ნამდვილად დამსახურებული მუსიკოსი, ხელოვანი, ექიმი თუ მსახიობი უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა ფონდ „ქართუს“ გარეშე.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!