თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ავარიის შედეგად საქართველოს სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თურქეთში, ქალაქ გედიზთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქუთაჰიას პროვინციაში, გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა.

მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მისი ცხედარი ქალაქ გედიზის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.