მოძრაობა გომბორის უღელტეხილზე კვლავ შეიზღუდა

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აღმოსავლეთ საქართველოში ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გომბორის უღელტეხილზე დროებით შეზღუდულია, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობას შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ტრანსპორტის მოძრაობა გომბორის უღელტეხილზე უამინდობის გამო რამდენიმე დღეა შეფერხებით მიმდინარეობს. გზა ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო 16 ივნისს შეიზღუდა, მას შემდეგ შეზღუდვები პერიოდულად მოქმედებს.

„კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აღმოსავლეთ საქართველოში ხუთშაბათამდე გაგრძელდება.