ხულოში ადიდებულმა მდინარემ ოთხი სოფლის გზა დატბორა

ადგილზე სპეცტექნიკა და ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. ხულოში, თხილვანის თემში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დატბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უამინდობა საქართველოში: გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის პირველ ნახევარში მდინარის ადიდებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერები გაააქტიურა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ თხილვანაში, ზედა თხილვანაში, ბაკოსა და მთისუბანში მისასვლელ გზაზე გადაადგილება გართულებულია.