პირველ კლასში სექტემბერში 14 000 ბავშვი ვერ მოხვდება

ბავშვები, რომლებიც წელს დაბადების დღეს 17 სექტემბრის შემდეგ აღნიშნავენ, პირველ კლასში მხოლოდ მომავალ წელს წავლენ
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. დაახლოებით 14 000 ბავშვი ვერ გახდება პირველკლასელი წელს იმის გამო, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მათ ექვსი წელი არ შეუსრულდათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალ სასწავლო წელს პირველ კლასში მოხვდებიან ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 16-17 სექტემბერს შეუსრულდათ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასში წასვლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი შეუსრულდა15 სექტემბრამდე — სწავლის დაწყების დღემდე. სამინისტროში გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ წელს სწავლა ორი დღით გვიან იმის გამო იწყება, რომ 15 სექტემბერი შაბათს ემთხვევა. იმ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი უფრო გვიან უსრულდებათ, კიდევ ერთი წელი დაცდა მოუწევთ.

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

2018-2019 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 48 000-მა ბავშვმა გაიარა. სწავლა 17 სექტემბერს იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არაერთხელ მოითხოვდნენ მთავრობისგან კანონის შეცვლას, რათა ამ ბავშვებს მისცემოდათ შესაძლებლობა არ დაეკარგათ წელი, განათლების სამინისტროს პოზიცია არ შეუცვლია.

აღნიშნული სიახლე 2015-2016 სასწავლო წლიდან ამოქმედდა. მანამდე კი პირველ კლასში შესვლა ყველა იმ ბავშვს შეეძლო, რომლებსაც წლის ბოლომდე ექვსი წელი შეუსრულდებოდა. ანუ ბავშვები სწავლას ხუთი წლის ასაკში იწყებდნენ, და პირველი სასწავლო სემესტრის განმავლობაში მათ ექვსი წელი უსრულდებოდათ. ამას არ ეთანხმებოდნენ ფსიქოლოგები და თავად განათლების სამინისტრო. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ხუთი წლის ბავშვი სკოლისათვის მზად არ არის.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება >>

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ წესის გამო სკოლაში 61 100-ზე მეტი ბავშვი ვერ წავიდა. კერძოდ, 2015-2016 სასწავლო წელს პირველ კლასში 16 400-ზე მეტი ბავშვი ვერ შევიდა, 2016-2017-ში — 15 700-ზე მეტი ბავშვი, 2017-2018-ში — 15 000-ზე მეტი ბავშვი და 2018-2019-ში — დაახლოებით 14 000 ბავშვი.