თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარაში მაშველებმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს მდინარე ჭოროხში, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
სარფში, ზღვის სანაპიროსთან 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს >>
მამაკაცი აღმოჩნდა ქობულეთის მკვიდრი, რომელსაც ოჯახი ოთხშაბათიდან ეძებდა.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.