ბავშვი, რომელსაც საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში რჩება

ექიმებმა ვერ დაუდგინეს ორგანოების დაზიანება 13 წლის ბიჭუნას, რომელსაც საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბავშვის სიცოცხლეს, რომელსაც ხუთშაბათს თბილისში საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თბილისის ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

საპატრულო პოლიციის მანქანა ბავშვს დაეჯახა – შემთხვევა თბილისში >>

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოსკოვის პროსპექტზე ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის აკრძალულ ადგილას გადარბოდა გზაზე.

შემთხვევა ჩაქვში: სატვირთო ავტომობილი გაბიონიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვარდა

„ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორგანოების დაზიანება არ აღენიშნება. ბავშვს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, — განაცხადა ქეთი შარანგია.

ავარიის დეტალები ბავშვის დედის მოთხოვნით არ ხმაურდება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, თავისუფლების 3 წლამდე შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით.