თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ახალქალაქში უცხოეთის მოქალაქე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეზობლებმა 39 წლის ქალბატონის ცხედარი გუშინ ე.წ. სამხედრო დასახლებაში აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ბინა ახალქალაქში რამდენიმე თვის წინ დაიქირავა.
„რამდენიმე დღის გარდაცვლილია, არ ვიცით აქ რას საქმიანობდა", — განაცხადეს მეზობლებმა.
შემთხვევის ადგილზე ექსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.