ფსიქოლოგი: მშობლის თითოეული ქმედება მომავალში ბავშვზე აისახება

რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგიის ცენტრი „დავითიანნის“ ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე.
Sputnik

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია, რომელზეც უამრავი რამ თქმულა წარსულში და ეს თემა მუდამ აქტუალური იქნება მომავალშიც. მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს. ზოგს მიაჩნია, რომ პრობლემა მზრუნველი ოჯახის მენტალიტეტშია, რაც იწვევს შვილის დამოკიდებულებას ოჯახზე და ართმევს მას დამოუკიდებლობას. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, ვიდრე თავად არ დადგება მძიმე რეალობის წინაშე. ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახის ინსტუტუტი უნდა მოიშალოს, რომ შვილმა პრობლემები დაძლიოს საზოგადოებაში. რეალურად გამოსავალი სხვა რამაა.

ხშირად შვილები ბევრს შრომობენ, სწავლობენ, წარმატებას აღწევენ და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს დაანახონ. ხშირად დიდი კომპანიების წარმატებული მენეჯერებიც კი ხდებიან, თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც „რაღაც“ აკლიათ. ეს „რაღაც“ მშობლებისგან აღიარებაა, ხანდახან გაუცნობიერებლად იმდენად „გაბრაზებულები“ არიან მშობლებზე, რომ სახლში მისვლის მაგივრად, სამსახურში, მეგობართან, ხან კი სხვასთან ერთად აღამებენ…

რატომ იტყუებიან ბავშვები – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ძვირფასო მშობლებო, არ განარჩიოთ შვილები ერთმანეთისგან

ვინაიდან ეს იწვევს ერთმანეთში შუღლის გაღვივებას და აგრესიასაც კი, როდესაც შვილს მეორე უნიკალურ არსებას ვადარებთ ამით ვაკნინებთ შვილის პოზიტიურ თვისებებს და დადებით მხარეებს.
ძვირფასო მშობლებო, მათ თქვენი შექება სჭირდებათ თითოეულ წარმატებულ ნაბიჯზე

შეიძლება ეს თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვისთვის მცირე მიღწევები დიდი გამარჯვებებია. შეხედეთ ბავშვის გადმოსახედიდან სამყაროს ის ხომ ასეთი დიდია და ბავშვი კი ახლა დგავს პირველ ნაბიჯებს, მხარდაჭერა და საყრდენი კი არსებითად მნიშვნელოვანია.

ძვირფასო მშობლებო, შეეცადეთ თქვენს შვილებს დაანახოთ, რომ გიყვართ და მათზე ზრუნავთ

თქვენთვის არამისაღები საქციელის დროსაც უთხარით, რომ მიუხედავად ამ საქციელისა, თქვენთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და არჩევანი რომ გქონოდათ მთელი სამყაროდან მაინც მას აირჩევდით.

ემოციური ინტელექტი, ანუ ადამიანობის ხელოვნება

ძვირფასო მშობლებო, ზრუნვა მხოლოდ გამოკვება და ჩაცმა არაა

რუნვა არის გულწრფელად ინტერესდებოდე მისი ამბებით, როგორ ჩაიარა დღემ, უზიარებდე შენს ამბებს, ცდილობდე გაუგო, ცდილობდე არ განიკითხო და მიიღო და გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. რადგან ის უნიკალურია, ერთადერთია და რატომღაც სამყარომ შენთან გამოგზავნა გარკვეული დროით, მანამ სანამ ის თავად არ იპოვნის მის გზას. შენი მოვალეობაა დაეხმარო გზის პოვნაში, არა მითითებით, არამედ მეგობრობით.

ძვირფასო მშობლებო, თქვენც იყავით მათი ტოლი, ისინიც გახდებიან თქვენხელა

მიმოიხედეთ გარშემო, ჩაუღმავდით თქვენს თავს, შეიძლება უკვე საკუთარი თავიც ამოიცნო, ძირითადად მშობლებს ხომ უჭირთ დაინახონ თუ რას სჩადიან. მიმოიხედეთ გარშემო, ჩაუღრმავდით თქვენს თავს, შეიძლება უკვე საკუთარი თავიც ამოიცნოთ ძირითადად შვილებმა ალბათ, მშობლებს ხომ უჭირთ დაინახონ თუ რას სჩადიან.

ძვირფასო მშობლებო, დაუთმეთ მეტი დრო შვილებს

მნიშვნელოვანია გამოყოთ დღეში მცირედი დრო და შვილთან გაატაროთ. იგულისხმება: ერთად თამაში, საუბარი ან თუნდაც არაფრის კეთება, ოღონდ ერთად.

„მე გოგო მინდა“… „მე ბიჭი მინდოდა“ – გენდერული ძალადობის ბავშვური საწყისები

ძვირფასო მშობლებო, მოუსმინეთ

მოუსმინეთ მაშინაც კი როდესაც ძალიან დაღლილი ხართ და ზოგჯერ კითხვები თქვენთვის უაზროდ ჟღერს. დამერწმუნეთ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოს რომ თქვენ მისით ინტერესდებით. ვინაიდან ასეთ დროს ბავშვს უჩნდება მიმღებლობის განცდა.

ძვირფასო მშობლებო, აღიარეთ!

ხაზგასმით აღნიშნეთ მისი წარმატება და ეცადეთ წარუმატებლობაზე აქცენტი არ გააკეთოთ.

ძვირფასო მშობლებო, გაითვალისწინეთ მისი სურვილები

შეეცადეთ აქტივობები ან თუნდაც დამატებით წრეებზე სიარული მატი სურვილისამებრ განსაზღვროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება მოტივაცია და ხალისი, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა მის მიერ შესრულებულ საქმეზე. ასევე შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში გამოგრჩეთ მისი არ გათვალისწინებით.

ნუ იქნები სხვა, იყავი ის, ვინც ხარ!

ძვირფასო მშობლებო, მიეცით საშუალება იყოს გულწრფელი

არ ეშინოდეს ან არ ეუხერხულებოდეს, საკუთარი აზრების გაჟღერების  თქვენთან.  შეეცადეთ არ გააკრიტიკოთ მისი აზრები, უბრალოდ მიიღეთ და თუ თვლით, რომ მისი შეხედულება სახიფათოა, გაუზიარეთ თქვენი დამოკიდებულება, გამოცდილება შეეცადეთ არ გქონდეთ სახლში ტაბუდადებული თემები. ესაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე იქნება ეს გარდაცვალება, შვილად აყვანა, განქორწინება თუ საკითხები სექსუალობის შესახებ.

ურთულესი დავალებაა მთელი ცხოვრება ამ გაუცნობიერებელ ემოციებთან ერთად ცხოვრება. ხშირად ისეთ ბარიერებს ვაგებთ ჩვენთითონ, რომლის გადალახვაც გვიჭირს. ვცდილობთ ემოციური მდგომარეობა, ტკივილი თუ სხვა არასასიამოვნო განცდები განვდევნოთ და არ შევიმჩნიოთ. ხან როგორი დაცვის მექანიზმი გვაქვს ხან როგორი. თითოეული თქვენი საქციელი, სიტყვა თუ გამოხედვა, მომავალში ასახვას პოულობს ბავშვში. თქვენმა ერთმა საქციელმა შესაძლოა თქვენს ყველაზე ძვირფასს ცხოვრება დაუნგრიოს, დააკარგინოს საკუთარი თავი…

რას ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ დატოვო კვალი...

არსებობენ რთული ბავშვები?

„რთული ბავშვები“ არ არსებობენ, რთულები ეს ჩვენ — უფროსები ვართ, ისინი ვინც ხშირად არ ვუსმენთ, არ ვესაუბრებით, არ ვუთმობთ ჩვენს დროს ყველაზე ძვირფასებს მთელს დედამიწაზე. ხოლო შემდგომ მათგან მოვითხოვთ ყველაფერ იმას რასაც ხშირად ჩვენ არ ვაკეთებთ. რაც ხშირად არ მოგვწონს ჩვენს შვილებში ან აღსაზრდელებში  საჭიროა ჯერ საკუთარ თავში და იმ გარემოში მოვძებნოთ, სადაც ბავშვს უწევს ცხოვრება. ჩვენი ბევრი პრობლემის თავი არის ოჯახში, დედაში და მამაში, იმ ინტროენტებში რაც გვაყლაპეს.  ურთულეს დავალებად მეჩვენება მთელი ცხოვრება ამ გაუცნობიერებელ ემოციებთან ერთად ცხოვრება. ხშირად თავად ისეთ ბარიერებს ვაგებთ, რომლის გადალახვაც გვიჭირს. ვცდილობთ ემოციური მდგომარეობა, ტკივილი თუ სხვა არასასიამოვნო განცდები განვდევნოთ და არ შევიმჩნიოთ. ვიგონებთ დაცვის მექანიზმებს. თითოეული თქვენი საქციელი, სიტყვა თუ გამოხედვა, მომავალში ასახვას პოულობს ბავშვში. თქვენმა ერთმა საქციელმა შესაძლოა თქვენს ყველაზე ძვირფასს ცხოვრება დაუნგრიოს, დააკარგვინოს საკუთარი თავი…

დაგვიანებული არასდროსაა შვილთან კონტაქტი, მთავარია ოდესღაც დაიწყოთ და დაიწყოთ სწორად რაც მთავარია.