ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს პროკურორობის კანდიდატი

ელისაშვილი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, მთავარი პროკურორად წარადგინონ ანა დოლიძე ან შალვა შავგულიძე.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. „მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალურო მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა“ — ეს განცხადება პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან გააკეთა, როდესაც პარლამენტთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა.

სარალიძე ელისაშვილს ადგილზე არ დახვდა. პოლიტიკოსის თქმით, მისი ტელეფონი გამორთულია.

ელისაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია. 

ელისაშვილი სარალიძეს: გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ!

„ნაციონალური მოძრაობა“ მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“ გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, მთავარი პროკურორად წარადგინონ ანა დოლიძე ან შალვა შავგულიძე. მისი თქმით, ეს განმუხტავს სიტუაციას.

შეუერთდება თუ არა „გირჩი“ აქციას: ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი მოზარდების მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.