ფოთში ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა

მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მალევე დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი. 

ავტოავარიაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული დაიღუპა

შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოწვია").