თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბორჯომში, სოფელ ლიკანში მდებარე ე.წ. „მაცივარს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. საწყობი-მაცივარი შეჭრილია ბუნებრივ ტერასაში, დიდი სასახლიდან ბელვედერისაკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს.
„კედლები ამოყვანილია საშუალო ზომის რიყისა და ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვებით და შემტკიცებულია კირხსნარით; თაღოვანი ჭერის მოსაწყობად გამოყენებულია ე. წ. რუსული აგური. იგივე სამშენებლო მასალაა გამოყენებული კარებების ზედა თაღოვანი ნაწილისა და აშიების მოსაწყობად.
საწყობ-მაცივარი ორ იარუსიანია. იარუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორ მარშიანი კიბით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპლექსში მთელი წლის მანძილზე ერთნაირი ტემპერატურა — 14 გრადუსია.
სააგენტოს ინფორმაციით, ამგვარი ტიპის კომპლექსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეც არსებობს.